დომინიკელი მონაზვნის, ლუჩია კარამის თქმით, პაპმა ფრანცისკემ თავის ანდერძში, უკრაინაში ჰუმანიტარული მისიებისთვის სასწრაფო დახმარების ავტომობილების შესაძენად, სპეციალურად გამოყო თანხა.
Kyiv Independent-ის ცნობით, კარამი უკრაინაში 20-ზე მეტჯერ იმყოფებოდა და ფრონტისპირა რეგიონებში სამედიცინო დახმარებისა და ევაკუაციის ორგანიზებაში მონაწილეობდა. მან ბარსელონურ მედია Órbita B-სთან საუბარში აღნიშნა, რომ პაპი მის საქველმოქმედო საქმიანობას ხშირად ეხმარებოდა, მაგრამ კარამის ვერ წარმოედგინა, რომ ის ანდერძში უკრაინას ასეთ მნიშვნელოვან დახმარებას დაუტოვებდა.
ლუჩია კარამიმ პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის თავშეკავებული, დაკვირვებული, მაგრამ უკიდურესად პირდაპირი ლიდერია. მისი თქმით, პაპმა მასთან ერთ საათზე მეტი დაყო და ჰუმანიტარული საკითხები დეტალურად განიხილა.




