ამერიკული „ენბისი ნიუსის“ თქმით, ასეთი მოწოდება პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელით გაავრცელა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, ირანისთვის არსებული ვადა ორი კვირით გაეხანგრძლივებინა, „რათა დიპლომატიური პროცესი დასრულდეს“.

შარიფმა ასევე სთხოვა ირანს, კეთილი ნების ჟესტის სახით, ჰორმუზის სრუტე ორი კვირით გაეხსნა.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა მეომარ მხარეს, ორი კვირის განმავლობაში ყველგან დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რათა დიპლომატიურმა ძალისხმევამ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე ომის სამუდამოდ დასრულების მიღწევა შეძლოს“, - წერს შარიფი X-ზე.