ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა. 

როგორც როიტერი იუწყება, ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, საკონსულო განყოფილების შესასვლელთან მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობა.

ნორვეგიის პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ტერიტორიაზე დამატებითი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ. მიმდინარეობს გამოძიება.