ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული პრესა ავრცელებს.

ბავარიის ქალაქ შვანდორფის 9 წლიც მცხოვრები სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. მას სკოლაში წასვლა არ სურდა და დედისთვის თავის შეცოდების გეგმა დასახა.

მოზარდმა დედის სამზარეულოდან დედის მცირე ხნით გასვლით ისარგებლა, სიცხის საზომი თერმომეტრი გაზქურის ღუმელში მოათავსა და ტემპერატურა 200°C-ზე დააყენა. თერმომეტრის სიცხის მაჩვენებელ სვეტში არსებული ვერცხლისწყალი მყისიერად გაფართოვდა, თერმომეტრი დაიმსხვრა და აფეთქების ხმა გაისმა.

საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა და შემთხვევის ადგილზე დროულად მისულმა მაშველებმა ვერცხლისწყლით ბინის დაბინძურების  აღკვეთაც შეძლეს, მაგრამ, მათი თქმით, გაზქურა იმდენად დაბინძურებული იყო ვერცხლისწყლით, რომ საჭმლის მოსამზადებლად მისი გამოყენება სახიფათოა.