ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, კონგრესის მოწინავე წევრებისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი გეგმავს, იანვარშივე წარუდგინოს ახალ კონგრესს MEGOBARI აქტი. რაუფოღლუს ინფორმაციას ანონიმური წყაროები უდასტურებენ.
"კონგრესის მოწინავე წევრებისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი გეგმავს, ახალ კონგრესს ჯერ კიდევ იანვარში ხელახლა წარუდგინოს MEGOBARI აქტი, ეს დღეს კონგრესიდან სამმა წყარომ დამიდასტურა.
კანონპროექტი იმ პირების სანქცირებას მოითხოვს, რომლებიც საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრიან". - წერს რაუფოღლუ X-ზე.
NEW!!!! A bipartisan group of leading Congress members are planning to REINTRODUCE the MEGOBARI Act to the new Congress as early as January, three Congressional sources confirmed to me today.
— Alex Raufoglu (@ralakbar) December 22, 2024
The legislation calls for sanctions against those undermining Georgian democracy pic.twitter.com/mgfc4a1tDW
ცნობისთვის, რესპუბლიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონის მიერ ამა წლის მაისში შემუშავებული "MEGOBARI აქტი" მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას. კანონპროექტის შესახებ ცნობილი პირველად 20 მაისს გახდა.