ჰელსინკის კომისიის ცნობით, MEGOBARI აქტი შექმნილია, რათა ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს.

"ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას, როცა ისინი თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების რეალიზებაზე მუშაობენ.

MEGOBARI Act შექმნილია იმისათვის, რათა გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ აქტის მიღებას", – აცხადებენ კომისიაში.