უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, მისი სლოვაკი კოლეგა, რობერტ ფიცო კვლავ სიცოცხლესა და სიკვდილს შორისაა.

"ყველას გული სწყდება ფიცოს მკვლელობის მცდელობის გამო, ყველა შეძრწუნებულია, შოკირებულია, ხალხი ამბობს, მათ შორის მეც, მართლა აქამდე მივიდა ევროპა?". - თქვა ორბანმა.

ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ არ ძალადობა ევროპაში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა და ეს დიდი პრობლემაა.

"არ ვფიქრობ, რომ ვინმე გაკვირვებულია ევროპაში ძალადობის დონის ზრდით". - დაამატა უნგრეთის პრემიერმა.

ორბანის თქმით, რობერტ ფიცოზე თავდასხმა უნგრეთისთვის ყველაზე ცუდ დროს მოხდა, რადგან "ევროპაში ომისა და მშვიდობის საკითხი ევროპარლამენტისა და აშშ-ს არჩევნების შედეგების მიხედვით წყდება, ფიცო კი ამ ბრძოლაში საჭირო ფიგურაა".

სლოვაკი ექიმების ცნობით, რობერტ ფიცო სტაბილურ, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. სლოვაკეთის პრემიერს ქალაქ ჰანდლოვაში მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.