ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და მონტენეგრო ევროკავშირს 2034 წლისთვის შეუერთდებიან.
"ათ წელზე ნაკლებ დროში ეს ექვსი სახელმწიფო საბოლოოდ გახდება ევროკავშირის წევრი", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ბერლინში დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან შეხვედრაზე.
მან ასევე მიესალმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის საერთო ბაზრის შექმნის გეგმის შემუშავებას.
ამასთან შოლცმა გერმანიის კანცლერმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მოუწოდა, ეტაპობრივად გააუქმონ სავაჭრო შეზღუდვები.
მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ კოსოვოს ხელისუფლება, ამ გეგმის ფარგლებში, სერბეთთან ვაჭრობისთვის გახსნის ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტს.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გასაგრძელებლად ბელგრადმა და პრიშტინამ უთანხმოება უნდა მოაგვარონ. სერბეთის მთავრობა არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელიც 2008 წელს გამოცხადდა.