გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია არ შეასუსტებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. იუწყება Reuters.
„გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შეჩერდება. ჩვენ გამოვყავით თანხები, გავაფორმეთ ხელშეკრულებები და წინასწარ უზრუნველვყავით დაფინანსება, რათა უკრაინას მომავალშიც ჰქონდეს ჩვენი იმედი,- თქვა შოლცმა.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა გერმანიამ მიიღო თავისი პირველი IRIS-T SLM-ის კომპლექსი, რამდენიმე ასეთი სისტემა გაგზავნა უკრაინაში. ძირითადად ეს სისტემები გამოიყენება რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან კიევის დასაცავად.
„უკრაინაში IRIS-T-მ ჩამოაგდო 250-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი რაკეტა და გადაარჩინა უთვალავი სიცოცხლე, შთამბეჭდავი 95% ან უკეთესი მაჩვენებლით გაანადგურა სამიზნეები“, - თქვა შოლცმა.