გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 6 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს.
ამის შესახებ მედიას გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განუცხადა.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა ფრანკფურტში გაიმართება, თუმცა მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
ცნობილია, რომ ფრანკფურტის მახლობლად მდებარეობს ამერიკული სამხედრო ბაზა „რამშტაინი“, სადაც უკრაინის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
მედიის ცნობით, ზელენსკი გეგმავს პირადად გამოვიდეს ჯგუფის სხდომაზე და ითხოვოს ახალი იარაღის მიწოდება არმიისთვის, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები.
თარგმანი: პირველი არხი