ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ, გალის რაიონში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 6 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ტრაგედია გალის რაიონის სოფელ საბერიოში დღეს დილით, ჩოლარიების კერძო საცხოვრებელში სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მოხდა. ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა. ბავშვებიდან ყველაზე უმცროსი 8 თვის იყო, უფროსი კი 8 წლის.
არსებული ინფორმაციით, დების დედა საავადმყოფოში იყო, მამა - მის მოსანახულებლად, გოგონები კი სახლში ბებიასთან იმყოფებოდნენ. ბებიამ, რომელიც გადარჩა, ღუმელში ცეცხლის დანთების დროს ნავთის ნაცვლად შეცდომით ბენზინი იხმარა, რამაც ხანძარი გამოიწვია.