ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აზერტაგი" ავრცელებს.

„აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი მასპინძლობს ღონისძიებას ნატოს ყველა პარტნიორისთვის. ეს ეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, ამიტომ ორივე მათგანის მონაწილეობას ველით. ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრების დონე. ასე რომ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ სხვებთან ერთად“, - ხაზგასმით აღნიშნა, „აზერტაგის" თქმით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენმა

დამატება: რამდენიმე წუთის სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთმა მიიღო მოწვევა მონაწილეობა მიიღოს ნატოს პარტნიორული ფორმატის ღონისძიებებში ვაშინგტონში, რომელიც ეძღვნება ორგანიზაციის 75 წლის იუბილეს და დაადასტურა მონაწილეობა.