პენტაგონი 155 მილიმეტრის კალიბრის საარტილერიო ჭურვების წარმოებას დაახლოებით 500%-ით, თვეში 90 ათას ჭურვამდე გაზრდის. სწორედ ამ კალიბრის ჭურვებს იყენებს ყველაზე მეტად უკრაინის არტილერია. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, საარტილერიო ჭურვების ასეთი მოცულობა ქვეყნის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს კორეის ომის შემდეგ არ უწარმოებია. ომის დაწყებამდე აშშ ყოველთვიურად 155 მილიმეტრის კალიბრის 14 ათასს ჭურვს აწარმოებდა, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, შემცირებულმა რეზერვებმა სწრაფი ცვლილებების საჭიროება გამოავლინა.
"საარტილერიო ჭურვების წარმოების ზრდა ყველაზე მკაფიო ნიშანია იმისა, რომ აშშ აპირებს უკრაინას მხარდაჭერა გააგრძელოს იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ომი",- ნათქვამია პუბლიკაციაში.
გაზეთის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ წარმოების ზრდა ეტაპობრივი იქნება და დაგეგმილ მაჩვენებელზე 2024 წელს გავა, თუმცა გაზრდილი წარმოებით უკვე სარგებლობს ЗСУ, რომელიც სულ უფრო ჭურვს იღებს.