New York Post წერს, რომ მექსიკაში მყოფმა მიგრანტებმა, რომელთაც აშშ-ში მოხვედრა სურდათ, ტირილი დაიწყეს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ, საპრეზიდენტო ფიცის დადებისთანავე, გააუქმა ბაიდენის შემოღებული CBP One აპლიკაციის ყველა შეხვედრა.
ამ აპლიკაციის საშუალებით ათიათასობით მიგრანტმა შეძლო მოხვედრა აშშ-ში. მისი დახმარებით დღეში 1 450-მდე მიგრანტს ეძლეოდა უფლება, რომ დაენიშნა საიმიგრაციო შეხვედრა და თავშესაფარი მოეთხოვა აშშ-ში.
მექსიკაში რეპორტიორის კადრებში ჩანან საიმიგრაციო შეხვედრის მომლოდინე მიგრანტები როგორ ტირიან, როცა CBP One შეხვედრების გაუქმების შესახებ გაიგეს.
Washington Post წერს, რომ მიგრანტებმა, რომლებიც თვეობით ელოდნენ მექსიკიდან შეერთებული შტატებში მოხვედრას, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ იგებენ, რომ მათი CBP One შეხვედრები გაუქმდა.
სტატიის ავტორი წერს, რომ რიდელ ჯიმენესი, მეუღლესთან და ჩვილ ქალიშვილთან ერთად, ორშაბათს, გამთენიისას მივიდა ტეხასისკენ მიმავალ სასაზღვრო ხიდთან, იმ იმედით, რომ კუბიდან გამოქცევის შემდეგ შეერთებულ შტატებში მოხვდებოდა.
ისინი ექვსი თვე ელოდნენ მეხიკოში აშშ-ს საიმიგრაციო ჩინოვნიკებთან შეხვედრას CBP One-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩაუშვა და რომელზედაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდმა პირობა დადო, რომ გააუქმებდა.
ტრამპის ფიცის დადებიდან რამდენიმე წუთში ხიმენესმა მობილური აპლიკაცია CBP One გახსნა და ნახა, რომ მისი შეხვედრა გაუქმებულია.
Washington Post წერს, რომ ტრამპის მიერ კაპიტოლიუმში ფიცის დადების შემდეგ გაუქმდა საზღვარზე ჩანიშნული ყველა შეხვედრა და ყველა მიგრანტი, რომელმაც ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტებამდე მექსიკიდან აშშ-ში მოხვედრა ვერ მოასწრო, აშშ-ს გარეთ დარჩა.