ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიული პრესა აქვეყნებს.

2021 წლის იანვარში ოსლოს საოლქო სასამართლო დაეთანხმა ნორვეგიის ცხოველთა დაცვის სამსახურს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო კავალერ-კინგ-ჩარლზ-სპანიელის და ინგლისური ბულდოგის ჯიშის ძაღლებს მოშენება არ შეიძლებოდა და არაკანონიერად ცნო კინოლოგიური კლუბის, ნორვეგიის ბულდოგ-კლუბის, ნორვეგიის კავალერ-კლუბის და ექვსი სელექციონერის მიერ ამ ჯიშის ძაღლების მოშენება.

ნორვეგიის კინოლოგიური კლუბი არ დაეთანხმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარში შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ამ ჯიშის ძაღლებში იყო ჯანმრთელი ინდივიდები.

გასული წლის ნოემბერში სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნორვეგიის კინოლოგიური კლუბის სააპელაციო საჩივარი და ინგლისური ბულდოგის მოშენება გარკვეული წესების დაცვით ცნო დასაშვებად, კავალერ-კინგ-ჩარლზ-სპანიელის მოშენების შესახებ დადგენილება კი ძალაში დატოვა.

ნორვეგიის კინოლოგიურმა კლუბმა ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა და საქმე საბოლოოდ უმაღლესმა სასამართლომ განიხილა.

ნორვეგიული პრესის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ განიხილა სააპელაციო საჩივარი და დაადგინა, რომ კავალერ-კინგ-ჩარლზ-სპანიელის ძაღლების მოშენება ეწინააღმდეგება „ცხოველთა კეთილდღეობის აქტს". მიზეზი ჯიშის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია.

ამის საპირისპიროდ, უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ ინგლისური ბულდოგების მოშენება შესაძლებელია სპეციალური გამრავლების პროგრამის ფარგლებში