ნორვეგიის პრინცესას, მეტე-მარიტის 27 წლის ვაჟი, გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მარიუს ბორგ ჰოიბის ედავებიან "სექსუალური ურთიერთობის დამყარებას ადამიანთან, რომელიც არაცნობიერ მდგომარეობაშია იყო ან სხვა მიზეზების გამო წინააღმდეგობის გაწევა არ შეძლო".

მარიუს ბორგ ჰოიბი მანამდე დაიბადა, სანამ დედამისი მეტე-მარიტი 2001 წელს გვირგვინოსან პრინც ჰაკონზე დაქორწინდებოდა. შესაბამისად, ჰოიბი სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცის, ჰოკონის გერი შვილია, მამამისი კი მეტე-მარიტის ყოფილი ქმარია. ის სამეფო წოდებებს არ ფლობს და ოფიციალური ვალდებულებები არ გააჩნია.