საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ლა სანტეს ციხეში 5-წლიანი სასჯელის მოხდა დაიწყო.
სარკოზიმ დაპატიმრებამდე სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაწერა, რომ უდანაშაულოა.
"უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრეს. არ ვითხოვ არანაირ უპირატესობას ან შეღავათს. სიმართლე გაიმარჯვებს". - წერს სარკოზი.
ამასთან, ციხის დირექტორის თქმით, სარკოზი საკანში მარტო იქნება. მას დღეში ორჯერ ექნება სეირნობისა და დასასვენებელი ცენტრის გამოყენების შესაძლებლობა – სხვა ადამიანებთან კონტაქტის გარეშე. მის ოჯახის წევრებს კი მისი ნახვა კვირაში ორჯერ შეეძლებათ.
სარკოზის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო სასამართლოს საქმის შესასწავლად ორთვიანი ვადა აქვს.







