„არმენპრესი“ იტყობინება, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა ისლამური რევოლუციის უზენაეს ლიდერს სეიედ მოჯტაბა ხამენეის უზენაეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით მილოცვის წერილი გაუგზავნა.
„გილოცავთ ისლამური რევოლუციის უზენაეს ლიდერად არჩევას. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და ირანს შორის მჭიდრო კავშირები გააგრძელებს განვითარებას და ახალ წარმატებებს მიაღწევს. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ირანის მეგობარ ხალხს კეთილდღეობას და ხანგრძლივ მშვიდობას ვუსურვებ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ოფისი ავრცელებს.




