სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ფრაზა "კათალიკოსის პირადი ცხოვრება აბსურდია".

"ფრაზა "კათალიკოსის პირადი ცხოვრება" აბსურდია. თუ ვინმეს აქვს პირადი ცხოვრება, ის უკვე არ არის კათალიკოსი". - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მას სასულიერო პირებთან პრობლემა არ აქვს.

"ვთვლი, რომ ჩვენს სასულიერო პირებს ღმერთთან აქვთ პრობლემა. ჩემთან როგორ შეიძლება პრობლემა ჰქონდეთ?". - თქვა სომხეთის პრემიერმინისტრმა.

ფაშინიანი თქმით, სასულიერო პირებზე ინფორმაცია მას სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა მიაწოდა.

"სასულიერო პირები თავიანთი ქმედებებით ოპერატიული ინტერესის ცენტრში აღმოჩნდნენ. ეროვნული უშიშროების სამსახური ყოველდღიურად მაწვდის ინფორმაციას რესპუბლიკაში არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე". - განაცხადა ფაშინიანმა.