სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მანამდე, სტივ უიტკოფს აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თეთრ სახლში დონალდ ტრამპი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლებს.

თარგმანი: პირველი არხი