ახალი კათალიკოსის არჩევნები არ ჩატარდება, ვიდრე არ დამტკიცდება სომხური სამოციქულო ეკლესიის კოდექსი „სომხური კანონთა წიგნის“ საფუძველზე, ეს იქნება ამქვეყნიური, მდგრადი და ყველასთვის გასაგები დოკუმენტი. ამჟამად არ არსებობს „სომხების კანონთა წიგნის“ მსოფლიო ვერსია. მასში შემავალი ათასობით წესი ჩამოყალიბდა მე-17 საუკუნის განმავლობაში, ამ ფაქტის გამო ბევრი მორწმუნე, სასულიერო პირიც კი არ ეცნობა კოდექსს, არ იცის მასში მოცემული წესები და, შესაბამისად, კოდექსის პრაქტიკული მნიშვნელობა ირღვევა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, კოდექსის დამტკიცების შემდეგ, უნდა ჩატარდეს სრულიად სომხეთის კათალიკოსის არჩევნები, რომლის დროსაც შემოწმდება ყველა კანდიდატი – კათალიკოსის კეთილდღეობა.
„სხვათა შორის, კანდიდატების კეთილდღეობის შემოწმების პროცედურები, მათი უფლებები, არჩევნების ჩატარება უნდა დამტკიცდეს კოდექსით, რომელიც უნდა, მიიღოს ეროვნულმა საეკლესიო კრებამ.
რაც შეეხება მოძრაობას „ვეჰარანი დიდია“ – ეს არის სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის მიმდევრების მოძრაობა. პრობლემა აქ ისაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, დავადასტუროთ მოედნებზე ან სოციალურ ქსელებში ნებისმიერი გამოჩენილი ადამიანის რელიგიური კუთვნილება ან ვერ ავუკრძალავთ ვინმეს მოედანზე მისვლას, ან რაიმე პოზიციის დაკავებას. თუმცა, მოძრაობის ლიდერებმა უნდა დაიცვან ადრე გაჟღერებული შემდეგი კრიტერიუმები:
ა) იყვნენ სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის მიმდევრები (მონათლულნი იყვნენ სომხურ სამოციქულო ეკლესიაში);
ბ) მთელი სულით სწამდეთ ჩვენი ცოცხალი უფლის, იესო ქრისტესი;
დ) თავიდან ბოლომდე ერთხელ მაინც წაიკითხონ ბიბლია;
ე) ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეთ მარხვა დაცული;
ზ) ყოველდღე ილოცონ;
ე) სჯეროდეთ, რომ წმინდა ეკლესიის განახლების დღის წესრიგი სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის, ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან მომდინარეობს და შეესაბამება ჩვენი წინაპრების წმინდა ტრადიციას.
რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმებიდან ზოგიერთის ემპირიულად შემოწმება ადვილი არ იქნება, მაგრამ აქაც მუშაობს კომუნიკაციის შემოწმების ლოგიკა, რაც სრულიად შესაძლებელია.
ასევე გასაგებია, რომ მოძრაობა „ვეჰარანი დიდია“-ს ხელმძღვანელობის გამოცხადებით, პირველ რიგში, ყველა კრიტერიუმი უნდა დავაკმაყოფილო. და, რადგან გამოვაცხადე, რომ „ვეჰარანი დიდია“ მოძრაობას ვუხელმძღვანელებ, ამ კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებ.
ასევე მესმის, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმებით მოძრაობის ლიდერობის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად ვართულებ. მაგრამ აუცილებელია, დღის წესრიგის წინა პლანზე სულიერი პოზიციის დაკავებისგან არ გადაუხვიოთ, რასაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე გვასწავლის. „შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას“(მათე 7. 13-14)“,- დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
თარგმანი: პირველი არხი