ნიდერლანდებმა უკრაინისთვის გადასაცემი F-16-ების რაოდენობა გაზარდა. როგორც ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა აღნიშნა, კიევს დამატებით ექვს გამანადგურებელს გადასცემენ.

„ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის გადასაცემად დამატებით ექვს F-16-ის ტიპის გამანადგურებელს ამზადებს. შესაბამისად, F-16-ის ტიპის გამანადგურებლების სრული რაოდენობა 24 გახდება. რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინის საჰაერო უპირატესობა აუცილებელია“, - წერს ოლონგრენი სოციალურ ქსელში.

2023 წლის დეკემბერში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინას F-16-ის ტიპის 18 გამანადგურებელს გადასცემდა.