NATO-ს მოთხოვნის საპასუხოდ, თურქეთმა გადაწყვიტა, თავისი სამშვიდობო ძალები კოსოვოში გაგზავნოს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო წერს.
"კოსოვოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ნეაპოლში, NATO-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდლობის მოთხოვნით, 65-ე მექანიზებული ქვეითი სარდლობის ბრიგადის სპეცდანიშნულების ბატალიონი დისლოცირდა, რომელიც ადრე იყო გამოყოფილი NATO-ს კოსოვოს ძალების (KFOR) სარეზერვო ქვედანაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.
დისლოცირებული ქვედანაყოფი 4-5 ივნისს კოსოვოში, სულთან მურატის ყაზარმაში გადაინაცვლებს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე მხარეებს კრიზისის მოსაგვარებლად თავშეკავებული და კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.