მსოფლიოს საპატრიარქო პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს უმაღლეს სპორტულ მოვლენას, რომელიც პლანეტის ყველა კუთხიდან მილიონობით ჩვენი და-ძმის ინტერესს იპყრობს. გახსნის ცერემონიას საზეიმო მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც იგი მასპინძელ ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, ხაზი გაუსვას თავის ისტორიას და ცივილიზაცია გააზიაროს გლობალური მასშტაბის პოზიტიური გზავნილებით. პარიზში გახსნის ცერემონიაზე, სამწუხაროდ, ჩვენ გავხდით ისეთი სცენების მოწმენი, რომლებიც შეურაცხმყოფელია ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის, ყველა ცივილიზებული ადამიანისთვის, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს.
ამ გამოსახულებებმა არა მხოლოდ ვერ გაამდიდრეს ცერემონია, მათ სინამდვილეში გააღარიბეს ის. ღვთის გმობა არ არის პროგრესი, არც ადამიანების რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფა არის უფლება. ჩვენ ველოდებით, რომ ამდენი ადამიანის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულებისა და უარყოფის სპონტანურმა გამოხატვამ საკმარისად ძლიერი გზავნილი გადასცა პასუხისმგებელ პირებს და მომავალში მსგავსი ქცევის პრევენციისთვის იმედი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.