მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აღმასრულებელი დირექტორის, ბორგე ბრენდესის ჯეფრი ეპშტეინთან სავარაუდო კავშირის გამო, დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. 

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, მათი მიზანია დაადგინოთ, ჰქონდა თუ არა ბორგე ბრენდეს ეპშტეინთან ახლო ურთიერთობა.

მათივე ცნობით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდეს ეპშტეინთან სამი საქმიანი ვახშამი ჰქონდა და ასევე დაუკავშირდა მას ელექტრონული ფოსტითა და ტექსტური შეტყობინებებით.

„ამ ურთიერთქმედებების გათვალისწინებით, მმართველმა საბჭომ აუდიტისა და რისკების კომიტეტს სთხოვა ამ საკითხის შესწავლა, რომელმაც შემდგომში გადაწყვიტა დამოუკიდებელი განხილვის დაწყება. ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ფორუმის ერთგულებას გამჭვირვალობისა და მთლიანობის შენარჩუნების მიმართ“, – ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის განცხადებაში.

თარგმანი: პირველი არხი