უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ივლისში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 195 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების კრიტიკული დეფიციტის პირობებში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მათგან მხოლოდ 29 ჩამოაგდო. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2026 წლის ივლისში 5300-ზე მეტი საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.

ივლისის სტატისტიკა ასეთია:

ბალისტიკური რაკეტები
რუსეთმა გაუშვა 195 ცალი - "ისკანდერი", 48Н6ДМ, KN-23, "ცირკონი" და სხვა. ჩამოგდებულია 29, 40-მა მიზანს ვერ მიაღწია;
ფრთოსანი რაკეტები
გაშვებული იყო 265 ცალი - "კალიბრი", "ისკანდერ-კ", Х-101. ჩამოგდებულია 187;
დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები
აღმოჩენილია „შაჰედის“, „ჰერბერის“ და „იტალმასის“ ტიპის 8653 დრონი. ჩამოგდებულია 5142



თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ППО ივლისში ბალისტიკური ტერორის  წინააღმდეგ მუშაობდა გადამტაცი რაკეტების კრიტიკული დეფიციტის პირობებში. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ 2026 წლის დასაწყისიდან უკრაინას დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები ანტიბალისტიკური რაკეტა მიეწოდება, ვიდრე 2025 წლის პირველ ნახევარში იღებდა.

წყარო: Оберонка.mezha.ua, МОУ