მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, სამი პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა.
როგორც მედია წერს, თავდამსხმელებმა ხელყუმბარა ან მსგავსი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედეს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.