დღეს დილით მოსკოვის მეტროში, ტექნიკური ხარვეზის გამო განცხადება გაისმა: მოსკოვში საჰაერო განგაში ცხადდება, მუშაობს მხოლოდ დამშვები ესკალატორები.
სინამდვილეში კი ესკალატორები ორივე მიმართულებით მუშაობდა, ხოლო მეტრო - ნორმალურ რეჟიმში. აღნიშნულის შესახებ РИА Новости წერს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აუდიო შეტყობინებების კონფიგურაციისას ტექნიკური ხარვეზი მოხდა.