საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა მოლდოვაში და მის ფარგლებს გარეთ შექმნილ ზოგიერთ საარჩევნო უბანში.

მოლდავური პრესის ინფორმაციით, იაპონიაში მაია სანდუს ხმა მისცა 74-მა, ალექსანდრ სტოიანოგლოს კი 13-მა ამომრჩეველმა.

ინდოეთში მაია სანდუმ 12, ალექსანდრე სტოანოგლომ კი ვერცერთი ხმა ვერ მიიღო. ჩინეთში მაიას სანდუს მხარი 36-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, ალექსანდრე სტოიანოგლოს კი 7-მა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაია სანდუმ 460 ხმა მიიღო, ალექსანდრე სტოიანოგლომ კი 68.

აზერბაიჯანში უპირატესობა ალექსანდრე სტიანოგლოს მხარესაა. მან 149 ხმა მიიღო, მაია სანდუმ კი 42.

საარჩევნო უბნები მოლდოვაში ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიკეტა. ცესკოს მონაცემებით ხმა ამომრჩეველთა 54,08%-მა მისცა. 

საზღვარგარეთ მცხოვრებ მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეებიდან ხმა უკვე მისცა რეკორდულმა რაოდენობამ - 321 113-მა ამომრჩეველმა.