თურქეთის ცენტრალურ ნიღდეს პროვინციაში შაბათს 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა "ანადოლუ" ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მიწისძვრა 7 კილომეტრის სიღრმეზე (4,34 მილი) იყო და ბორის რაიონში 13:27 საათზე მოხდა. ადგილობრივი დროით (1027GMT), განაცხადა თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტო AFAD-მა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

ცნობისთვის, თყრქეთში  6 თებერვალს მომხდარ დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან

7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები იყო კაჰრამანმარასში და 10  პროვინციაში, ადანას, ადიამანს, დიარბაკირს, ელაზიგს, ჰატაის, გაზიანთეპს, კილისს, მალატიას, ოსმანიეს და შანლიურფას მოხდა ნგრევა, რასა მსხვერპლი მოჰყვა. 

დაზარალდნენ 13 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო დაღუპულთა რიცხვი ახლა 44,200-ს აღემატება.