ისტორიაში პირველად დიდი ბრიტანეთის მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთ ირლანდიის რეგიონალურ არჩევნებში ნაციონალისტები იმარჯვებენ
ჩრდილოეთ ირლანდიის რეგინალური არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, „შინ ფეინ"-მა („ჩვენ თვითონ") ხმების 29% მიიღო, ხოლო პრობრიტანულმა დემოკრატიულმა იუნიონისტურმა პარტიამ კი 21,3%.
ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებული რთული საარჩევნო სისტემა არ განაპირობებს პარლამენტში ყველაზე მეტ ადგილის მოპოვებას იმ პარტიის მიერ, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით უპირატესობა აქვს სხვებზე, თუმცა ამ შემთხვევაში მიღწეული უპირატესობა, მიმომხილველთა აზრით, უზრუნველყოფს ჩრდილოეთ ირლანდიის 101 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად პარლამენტში ნაციონალისტური პარტიის წარმომადგენლების მიერ ყველაზე მეტი ადგილის მოპოვებას.
საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ფირმა LucidTalk-ის აღმასრულებელმა დირექტორმა „შინ ფეინის" გამარჯვებას ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკური ცხოვრებაში მომხდარი მიწისძვრა უწოდა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი" აღნიშნავს, რომ „შინ ფეინის" გამარჯვება არ შეცვლის რეგიონის სტატუსს, რადგან გაერთიანებული სამეფოდან გასასვლელად საჭირო რეფერენდუმი დიდი ბრიტანეთის მთავრობაზეა დამოკიდებული და, სავარაუდოდ, გადაწყვეტილების მიღებას და ჩატარებას წლები დასჭირდება, მაგრამ უპირატესად რეგიონის პროტესტანტული მოსახლეობის მხარდაჭერილი საუკუნოვანი პრობრიტანული დომინირების შემდეგ, მთავრობის მეთაურობას ირლანდიელი ნაციონალისტის მიერ ექნება უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა. დემოგრაფიული ტენდენციები მიუთითებს იმაზე, რომ საბოლოოდ, პრობრიტანული პარტიები დაიჩრდილდებიან ჩრდილოეთ ირლანდიის ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანების სურვილის მქონე, ძირითადად, კათოლიკე მოსახლეობის მხარდაჭერილი ნაციონალისტური პარტიების მიერ.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




