ეს კანონი თუ იქნება მიღებული, ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო, უნდა გავყინოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნა, ფინანსური დახმარება საქართველოსთვის უნდა იყოს პირობითი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოსვლისას განაცხადა.
„შეთავაზებული კანონმდებლობა ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას. იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, მაშინ ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო. პირველი, ჩვენ უნდა გავყინოთ ნებისმიერი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნა, მეორე, სამომავლოდ, ფინანსური დახმარება საქართველოსთვის უნდა იყოს პირობითი და მე ვთხოვ საბჭოს, დაუწესოს სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და გაათავისუფლოს მიშა სააკაშვილი“, – განაცხადა მირიამ ლექსმანმა.
თარგმანი: პირველი არხი