ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული პრესა ავრცელებს

მილიარდერი ეგვიპტელი ბიზნესმენი, სასტუმრო Ritz Paris-ის მფლობელი, Harrods-ის და საფეხბურთო კლუბ Fulham-ის ყოფილი მფლობელი, პრინცესა დიანას გარდაცვლილი პარტნიორის, დოდი ალ ფაედის მამა, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ქალბატონ მოჰამედ ალ ფაიდს, მის შვილებს და შვილიშვილებს სურთ დაადასტურონ, რომ მისი საყვარელი ქმარი, მათი მამა და ბაბუა მუჰამედი მშვიდად მიიცვალა სიბერეში ოთხშაბათს, 30 აგვისტოს 2023 წლისა", - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში, რომელსაც საფეხბურთო კლუბი „ფულჰემი" ავრცელებს. 

ოჯახის თქმით, მისი დაკრძალვა პარასკევს გაიმართება ლონდონის ცენტრალურ მეჩეთში, რეჯენტ პარკთან ახლოს, ლოცვის შემდეგ.

ალ ფაედის ვაჟი, დოდი ალ ფაიდი, უელსის პრინცესას დიანას ცნობილი პარტნიორი იყო. წყვილი 1997 წლის აგვისტოში პარიზში ავტოკატასტროფაში დაიღუპა, რომლის წლისთავიც გუშინ აღინიშნა. ალ-ფაიედი არაერთხელ აცხადებდა, რომ წყვილი მოკლეს ბრიტანული ისტებლიშმენტის შეთქმულების შედეგად.

დიანამ, რომელიც მაშინდელ პრინც ჩარლზს 1996 წელს დაშორდა, 1997 წლის ივლისიდან ეგვიპტელ რეჟისორთან, დოდი ალ ფაიედთან დაიწყო შეხვედრა.

1997 წლის 10 აგვისტოს 36 წლის დიანას და ალ ფაედის კოცნის ამსახველი ფოტოებმა, მას შემდეგ რაც ფოტოგრაფმა ისინი 1 მილიონ ფუნტზე მეტად გაყიდა, მსოფლიო პრესა მოიარა.