ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მოწყვლად და მარგინალიზებულ ხალხზე ზეწოლით საქართველო შორდება თავისივე გაცხადებულ სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

კითხვის საპასუხოდ მან ისაუბრა ანტი-LGBT კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხმად მიიღო.

"ვიცი, რომ მათ მიიღეს ის კანონი, მაგრამ, როგორც ვიცი, ის ჯერ ბოლომდე არ გამხდარა კანონი, ჯერ კიდევ არის კითხვები ამ კანონპროექტთან, საბოლოო სტატუსთან დაკავშირებით, გახდება თუ არა კანონი.

თუმცა, როგორც თვეების განმავლობაში ვამბობდით, საქართველო შორდება თავისივე გამოცხადებულ სურვილსა და ხალხის აშკარა სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მოწყვლად და მარგინალიზებულ ხალხზე ზეწოლით და ეს კანონი ამას შეესაბამება", - განაცხადა მილერმა.