აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ რუსეთია აგრესორი ქვეყანა. უწყებაში არ მიაჩნიათ, რომ საქართველომ უნდა მოიხადოს ბოდიში იმის გამო, რომ რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში. ამის შესახებ პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
"არ მგონია, რომ საქართველომ უნდა მოიხადოს ბოდიში იმის გამო, რომ რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას განაგრძობს. სწორედ რუსეთია აგრესორი, რომელიც საქართველოში შეიჭრა და საქართველოს უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. რუსეთი იყო აგრესორი რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, უკრაინა ამის ნათელი მაგალითია", – განაცხადა მილერმა.