მილანში პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, დემონსტრანტების ჯგუფი სამართალდამცველებს ფოიერვერკებს და ქვებს ესროდა.

უცხოური მედიის ცნობით, მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციაზე დაახლოებით 3 000 ადამიანი იმყოფებოდა.

დემონსტრანტებს ხელში სხვადასხვა ბანერები ეჭირათ, რომლებზეც აკრიტიკებდნენ თამაშების შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანს.

ამასთან, შეკრებილები აპროტესტებდნენ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტების იტალიაში ყოფნას, რომლებიც მილანში აშშ-ის დელეგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იმყოფებიან