მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის I ჯგუფში ბოლო ტურის შეხვედრები დასრულდა.

მილანში ჯგუფის ლიდერების შეხვედრის მე-9 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, თუმცა ამას ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის მათ მიკროსკოპულ შანსი ბევრი არაფერი შემატებია, რადგან  ნორვეგიელების კარში კიდევ რვა მშრალი გოლის გატანა ყველაზე გულმხურვალე „ტიფოზისთვისაც“ კი მხოლოდ ფანტასტიკურ სცენარის ვარიანტად განიხილებოდა. თუმცა, რაც ამის შემდეგ მოხდა, ასევე წარმოუდგენელი ჩანდა იტალიელთა გულშემატკივრებისთვის.

ნორვეგიელებმა მეორე ტაიმში ოთხჯერ აიღეს მასპინძელთა კარი და იტალია ამ შესარჩევ ციკლში უკვე მეორედ ამჯერად მილანში, დაამარცხეს დიდი ანგარიშით. პირველი შეხვედრა, ოსლოში, ნორვეგიას 3:0 ჰქონდა მოგებული.

იტალია - ნორვეგია 1:4(1:0)
გოლები: 11' ფრანჩესკო პიო ესპოზიტო 1:0, 63' ანტონიო ნუსა 1:1, 78' და 79' ერლინ ჰოლანი 1:2 და 1:3, 90+3' იორგენ ლარსენი 1:4

იტალია მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად პლეიოფში ითამაშებს და წარუმატებლობის შემთხვევაში ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მესამედ ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ისრაელი - მოლდოვა 4:1(1:1)
გოლები: 21' დორ ტურგემანი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 37' იონ ნიკოლაესკუ 1:1, 65' როი რევივო 2:1, 85' ელიელ პერეცი 3:1, 88' ვლადისლავ ბაბოგლო, საკუთარ კარში 1:4
გაძევება: 18' სერჯუ პერჩუნი (მოლდოვა, წითელი ბარათი)