შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დევიზით, „ისევ დიდებული გავხადოთ ამერიკა“, ცხოვრობს, - წერს „ბილდი“.
ჯეი დი ვენსს, რომელიც უკვე ორი დღეა, რაც მილანში იმყოფება, თან ახლავს უზარმაზარი დელეგაცია, რომლის ამერიკიდან იტალიაში გადასაყვანადაც 14 თვითმფრინავი გახდა საჭირო, - წერს გერმანული ტაბლოიდი და აღნიშნავს, რომ ავტომობილების კოლონა, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტი და თანმხლები დელეგაცია გადაკეტილ ქუჩებში მოძრაობენ, 100 სატრანსპორტო საშუალებისგან შედგება.
„ბილდის“ ცნობით, ერთ თვითმფრინავში დელეგაციის წევრი მისი თანამშრომლები, აგრეთვე ყოფილი სპორტსმენები და დაცვის თანამშრომლები იყვნენ, მეორე საკვებით იყო დატვირთული, კიდევ ორით დაჯავშნილი ავტომანქანები გადაიტანეს ამერიკიდან იტალიაში.
ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის, აგრეთვე მილანში მასზე რამდენიმე საათით ადრე ჩასული საგარეო საქმეთა მინისტრ მარკო რუბიოს შტაბ-ბინა უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებით დაცულ სასტუმრო „შერატონშია“. მდიდრული სასტუმროს გვერდით შავი ფერის კარვის ტიპის უზარმაზარი კონსტრუქცია დადგეს, როგორც ჩანს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ უცხო თვალმა ვერ დაინახოს ავტომობილიდან გადმოსული პირი და ვერ შეძლოს თავდასხმა.
ასეთი მკაცრი ზომები, როგორც წესი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი რისკის მქონე პირების წინააღმდეგ მიიღება. აქედან გამომდინარე, ძალზე გასაკვირია, რომ ასეთი ზომები არ იყო მიღებული აშშ-ის და ჩეხეთის ჰოკეისტ ქალთა ნაკრები გუნდების შეხვედრის დროს. მატჩს, რომელიც ამერიკელებმა 5:1 მოიგეს, ვენსი მეუღლესთან, ოთხი, ხუთი და რვა წლის ასაკის შვილებთან და რუბიოსთან ერთად ესწრებოდა და მათი მისვლის წინ არ მაყურებლის ჩხრეკვა არ ჩატარებულა და არც კამერიანი და ზურგჩანთიანი ჟურნალისტები არ შეუმოწმებიათ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვიზიტი სპონტანური იყო. თუმცა, შერატონის სასტუმროს მიმდებარე შენობებიც დაცულია და იარაღის გარდა, დაცვას თერმული ვიზუალიზაციის კამერები აქვს.
რუბიოს და ვენსის ოჯახის გარდა, დელეგაციაში შემადგენლობაშია მაიკ პომპეო - ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს - და წარსულის ამერიკელი სპორტის ვარსკვლავები.
დღეს საღამოს, ჯეი დი ვენსი მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე.




