“მე ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, ვისაუბრო ხალხის ინტერესებზე ყველა ტრიბუნიდან, სადაც კი ხმა მიმიწვდება. ჩემზე ხშირად ამბობენ, რომ მე თავს ვესხმი ყველას და ეს შეიძლება მართლა ასე ჩანს, რადგან მე რეალურად სისტემის წინააღმდეგ ვიბრძვი.” -განაცხადა უკრაინის ანტიკორუფციულ ფორუმზე გამოსვლისას ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა.
 

„რამდენიმე დღის წინ ერთი-ერთმა ოლიგარქმა პირობა დადო, რომ სახეს გამიერთიანებდა (გულისხმობს კოლომოისკის. ავტ) , მეორე ადამიანი კი აპირებდა საქმე გაერჩია ჩემთვის (გულისხმობს უკრაინის პრემიერ იაცენუკს), უბრალოდ სტატუსი არ აძლევდა ამის საშუალებას. მინდა ვუთხრა მათ - მე არ მეშინია არც სენიასი და არ ბენიასი.

ყველა სახელმწიფოს ორი გზა აქვს, ან უნდა ებრძოლოს კორუფციას, ან უნდა გახდეს მისი ნაწილი. გასაგებია, რომ ბევრ უკრაინელს ჰგონია, რომ უკრაინას მოუწევს ასეთ კორუფციასთან შეგუება, ასე ეგონათ საქართველოშიც. უკრაინელები ყველაზე მოწესრიგებულები, ყველაზე კანონმორჩიელბი არიან, ყველაზე ტალანტური ერია, რაც კი ოდესმე მინახავს, და ამიტომ, ჩვენ ვერ შეგვაცდენენ ამ გზიდან, ასე იქნება სულ. მაქსიმალურად უარი უნდა ვთქვათ მენეჯმენტსა და სახელისუფლებო პარადიგმებზე. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სახელმწიფო - ეს ცუდი მენეჯერია.

სახელმწიფო ხელისუფლება - ეს არაა ეკონომიკის მენეჯერი, ხალხს პირიქით, თავისუფლება უნდა მისცე, რათა განვითრდეს, ამიტომ ჩვენ გვესაჭიროება მთელი რიგი რეფრმები, რაც უნდა განხორციელდეს. საჭიროა რევოლუცია, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ერთი ხელისუფლება წავიდეს და მეორე მოვიდეს, ჯერ ერთნი ისხდნენ ამ სქემაზე და მერე მეორენი. რევოლუცია ესაა ის, როდესაც ყველაფერი იცვლება, ამ შემთხვევაში კი რევოლუცია იყო მხოლოდ მათთვის, ვინც ამ სქემებზე დასხდა, მათთვის, ვინც თავიანთი მმართველობის დროს პირველი მილიარდი აიღო.