გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს პარლამენტს მიმართავს, არ დაძლიონ პრეზიდენტის მიერ ე.წ. "აგენტებს კანონზე" დადებული ვეტო.

„ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ხალხს ყურადღებით მოვუსმინოთ. ქართველი ხალხის მესიჯი ნათელია: შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი! საქართველოს პარლამენტის ძვირფასო კოლეგებო, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირია!“, - წერს როთი სოციალურ ქსელში.