იტალიის პრემიერ-მინისტრის და შეერთებული შტატების პრეზიდენტის დუელი გრძელდება: სოციალური ქსელში ტრამპის თავდასხმას მელონი ასევე სოციალურ ქსელში საპასუხო თავდასხმით პასუხობს.
„პრეზიდენტო ტრამპ,
ეს მუდმივი და არაფრით პროვოცირებული თავდასხმები აზრსაა მოკლებული.
რაც შეეხება ჩემს პოპულარობას, თქვენთან მეგობრობამ ნამდვილად არ შეუწყო მას ხელი და ის ჩვენს ურთიერთობაზე არ არის დამოკიდებული. ჩემი პოპულარობა დამოკიდებულია იტალიის ეროვნული ინტერესების დაცვის ჩემს უნარზე და ეს არის ის, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი.
მე იგივე გავაკეთე იტალიაში ამერიკულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით. მათი გამოყენება რეგულირდება შეთანხმებებით, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და რომელთა დარღვევაც არ მოხდება, სანამ მე პრემიერ-მინისტრი ვარ.
იტალია სუვერენულ სახელმწიფოდ რჩება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პოპულარობა არ არის თქვენი საქმე.
გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ თქვენსაზე“, - წერს ჯორჯია მელონი ინსტაგრამზე.
Посмотреть эту публикацию в Instagram




