რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი გერმანულ გაზეთ BIld-ში გამოქვეყნებულ სტატიას სოციალურ ქსელ Х-ზე გამოეხმაურა.
"გერმანულმა გაზეთმა BIld გამოაქვეყნა რევანშისტული სტატია, რომელშიც ამაყად წერს, რომ გერმანული ტანკები რუსულ მიწაზე დაბრუნდა. საპასუხოდ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უახლესი რუსული ტანკები რესპუბლიკის მოედნამდე მივიდნენ (Platz der Republic, მოედანი რაიხსტაგის შენობასთან)." - წერს დმიტრი მედვედევი.
ცნობისთვის, Platz d. Republik არის რესპუბლიკის მოედანი , რომელიც მდებარეობს გერმანიის დედაქალაქის, ბერლინის ცენტრში, რაიხსტაგის შენობის წინ.
The German newspaper Bild has published a revanchist article where it proudly announces German tanks’ comeback to the Russian land. In response, we’re going to do everything to bring the newest Russian tanks to Platz d. Republik.
— Dmitry Medvedev (@MedvedevRussiaE) August 9, 2024