სწრაფი კვების რესტორანმა McDonald’s, ვენესუელაში მენიუდან, ყველის უკმარისობის გამო, “ბიგ მაკი” ამოიღო. აღნიშნულის შესახებ Globovision-ი იუწყება.
ტელემაუწყებლობის ინფორმაციით, McDonald’s-ის ერთადერთ მიმწოდებელს დაუმთავრდა პურის ნაჭრები, რომელიც ბურგერში ორ კოტლეტს ანაწილებს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც McDonald’s ვენესუელაში ყველის დეფიციტის პრობლემა ექმნება. კარტოფილის ნაცვლად კი, რესტორნებს დროებით ადგილობრივი მცენარის იუკას ფესვების შეთავაზება უწევს.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში, ნავთობის ფასის, ინფლაციისა და სახელმწიფოს შემოსავლების მკვეთრი დაცემის ფონზე, პროდუქციის დეფიციტია. ორგანიზაცია Datanálisis-ის გამოკითხვების შედეგად ირკვევა, რომ კარაკასის სუპერმარკეტებში მასიურად მოთხოვნადი პროდუქციის 80% არ იშოვება.