საინფორმაციო სააგენტო „ანსა“ იუწყება, რომ კითხვას, მხარს უჭერს თუ არა ის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას, ასე უპასუხა „ლიგის“ ლიდერმა და ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ.
მატეო სალვინიმ ეს განცხადება ფოჯას პროვინციის ქალაქ სან-მარკოში საარჩევნო საარჩევნო ღონისძიებაზე დასწრებისას გააკეთა.
„ჩვენ ერთდროულად ათასი პრობლემის წინაშე ვდგავართ, როდესაც სამშვიდობო გეგმების, ამერიკული წინადადებებისა და ექსპროპრიაციების შესახებ გვესმის. არ მგონია, რომ ამაზე საუბარი მიზანშეწონილი იყოს“, - განაცხადა მან.




