ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშქიანის განცხადებით, ქვეყნის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა ალი ხამენეიზე ნებისმიერი სახის თავდასხმა ირანის წინააღმდეგ „სრულმასშტაბიანი ომის“ ტოლფასია.

მისივე თქმით, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული „არაადამიანური“ სანქციების გამო, ირანელები ეკონომიკურ სირთულეებს განიცდიან.

„ირანის ხალხი ცხოვრებაში გაჭირვებასა და სირთულეებს თუ აწყდება, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დიდი ხნის მტრობა და შეერთებული შტატების მთავრობისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული არაადამიანური სანქციებია. ჩვენი ქვეყნის უზენაესი ლიდერის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია ირანელი ხალხის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის ტოლფასია“, – წერს მასუდ პეზეშქიანი სოციალურ ქსელ X-ზე.

თარგმანი: პირველი არხი