მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 681-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2 501 მოქალაქე.
მიწისძვრის ზონის დიდი ნაწილი ძნელად მისადგომ რაიონებშია და ხელისუფლებას არ გაუკეთებია ამ ტერიტორიაზე მცხოვრები დაკარგული ადამიანების აღწერა.
სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობენ სამაშველო ჯგუფები ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კატარიდან.
სტიქიამ ყველაზე მეტად მარაქეში დააზიანა, რომელიც „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
სტიქიის ეპიცენტრი მარაქეშიდან სამხრეთ-დასავლეთით 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 19 წუთის შემდეგ კი, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა. ბიძგები იგრძნობოდა სანაპირო ქალაქებშიც - რაბათში, კასაბლანკასა და ეს-სუვერირში.
ნგრევის მასშტაბიდან გამომდინარე, მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა ჯერ შეუძლებელია. ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები, რის გამოც მსხვერპლთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.