ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ აშშ-მა უკრაინის დაფინანსება უსასრულოდ უნდა გააგრძელოს, ეს არარეალურია და ეს არ მოხდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
რუბიოს თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარება ახლა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია, რადგან ორივე მხარესთან მოლაპარაკება შეუძლია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ასევე ისაუბრა რუსეთ – უკრაინის ომის არალოგიკურობაზეც, რადგან, მისი თქმით, ვერცერთი მხარე ომს ვერ იგებს და რისთვისაც ისინი ახლა ერთმანეთს ებრძვიან 30-დან 50-მდე კილომეტრია.
„პრეზიდენტი როდესაც ამბობს, რომ ეს არის ყველაზე მარტივი კონფლიქტი, ის გულისხმობს, რომ ეს ომი არის ყველაზე არალოგიკური, არავინ იგებს ამ ომს. რუსები კვირაში 7 000 ჯარისკაცს კარგავენ, ეს იმაზე მეტი ჯარისკაცია, ვიდდრე ჩვენ რომელიმე ომში ოდესმე დაგვიკარგავს, რომ აღარ ვისაუბრო უკრაინაში ნგრევაზე. რეალურად, ისინი ახლა 30-დან 50-მდე კილომეტრის იბრძვიან. ვფიქრობ, ჩვენ გარვკეულ პროგრესს მივაღწიეთ, კერძოდ, რა პირობებში უნდა იცხოვრონ უკრაინელებმა, რომ ჰქონდეთ უსაფრთხოების გარანტიები, რომ აღარასდროს დაესხან თავს, რაც მათ საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ აღადგინონ ეკონომიკა, არამედ აყვავდეს როგორც ქვეყანა, იყოს ისეთი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა იზრდება. თეორიულად, თუ სწორ რამეებს გააკეთებენ, ათ წელიწადში უკრაინის მშპ შესაძლოა, რუსეთზე დიდი იყოს. ისეთი საკიტხებია, რომელიც აჩერებს ომს. უნდა დარწმუნდე, რომ მათ აღარასდროს დაესხმევიან თავს. უნდა დაიცვა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ისე რომ არ გახდეს მარიონეტული სახელმწიფო, იყვნენ რეალურად დამოუკიდებელი, სუვერენული და ეკონომიკა არა მხოლოდ აღდგეს, არამედ აყვავდეს. ეს არის ის, რის მიღწევას ვცდილობთ“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, აშშ-ზე არ არის დამოკიდებული, თუ რას შეიძლება, დაეთანხმოს უკრაინა და რუსეთი.
„ეს ჩვენი ომი არ არის. ისინი არ არიან ამერიკელი ჯარისკაცები, ეს სხვა კონტინენტია. ჩვენ იმიტომ ვართ ჩართულები, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ევროპელებს და ჩინელებს არ შეუძლიათ, მხოლოდ ერთადერთ ლიდერს შეუძლია, ორივე მხარესთან მოლაპარაკება და შეთანხმების დადება. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან მომთმენია. ძალიან დიდი დრო მიუძღვნა ამას და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ამაში ჩართული. ჩვენ ვცდილობთ, გავარკვიოთ, თუ შეგვიძლია, ორ გაყოფილ მხარეს შორის ხიდის აშენება. ამის გასაკეთებლად ორივე მხარესთან უნდა ვისაუბროთ. ამ საკითხში რამდენიმე ირაციონალური ადამიანია ჩართული, ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მხოლოდ უკრაინულ მხარეს უნდა ვესაუბროთ და საერთოდ არ უნდა ვესაუბროთ რუსებს. ვერ დაასრულებ ომს თუ არ ისაუბრებ რუსეთთან, მაგრამ ასევე უნდა გაითვალისწინო უკრაინა. ისინი ძალიან მამაცად იბრძოდნენ, მაგრამ, ვფიქრობთ, ახლა საუკეთესო დროა ორივე მხარისთვის ომის დასასრულებლად. საბოლოო გადაწყვეტილება მათზე იქნება დამოკიდებული, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ არ სურთ ომის დასრულება, მაშინ ომი გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ ვეცდებით დასრულებას. ზოგიერთი ადამიანის პოლიტიკაა, რომ უკრაინის დაფინანსება უსასრულოდ გავაგრძელოთ. ეს არარეალურია, ეს არ არის რეალობა და ეს არ მოხდება“, – თქვა მარკო რუბიომ.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელი










