აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს. მისი სულიერი ლიდერობა და ურყევი მემკვიდრეობა თაობებს დაამახსოვრდებათ. განისვენოს მშვიდად," - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს წერილში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.




