USAID-ში თითოეული დოლარიდან 12 ცენტი აღწევდა ადრესატამდე. ჩვენ ვიპოვით უფრო ეფექტიან გზას ამ დახმარების პირდაპირ ხალხამდე მისატანად და ეს მიმართული იქნება ჩვენი რეგიონული ბიუროებისკენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს.

მისი თქმით, რეფორმების განხორციელებისას იქნება ხარვეზები და წინააღმდეგობები, თუმცა ეს რეფორმები უნდა განხორციელდეს.

„ასეთ რეფორმას როდესაც ახორციელებ, აუცილებელია ამ რეფორმების მასშტაბების შეფასება. იქნება ხარვეზები და წინააღმდეგობები, თუმცა ეს რეფორმები უნდა განხორციელდეს. USAID-ში თითოეული დოლარიდან 12 ცენტი აღწევდა ადრესატამდე. ეს ნიშნავს, რომ ვინმესთვის დახმარების გასაწევად, ჩვენ გვიწევდა დაგვეხარჯა ეს დანარჩენი თანხა საგარეო დახმარების სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერაზე. ჩვენ ვიპოვით უფრო ეფექტიან გზას ამ დახმარების პირდაპირ ხალხამდე მისატანად და ეს მიმართული იქნება ჩვენი რეგიონული ბიუროებისკენ და დააფინანსებს პროგრამებს რომლებსაც რეალური ცვლილებები მოჰყვება და ეს გახდება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთიანი მიდგომის ნაწილი. მე მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, ვიმუშაო ამ კომიტეტთან და ასიგნებების კომიტეტთან, რათა დავრწმუნდე, რომ ჩვენ სწორ გადაწყვეტილებასთან მივდივართ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა რუბიომ.

თარგმანი: პირველი არხი