აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ 11 მარტს, საუდის არაბეთში უკრაინის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე, დახმარების შეჩერების საკითხი მოგვარდება.

"ამ წუთს, უკრაინელები უკვე იღებენ თავდაცვისთვის საჭირო სადაზვერვო ინფორმაციას. ვფიქრობ დახმარების შეჩერების საკითხს მთლიანობაში მოვაგვარებთ". – თქვა რუბიომ.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე აშშ-ს მხარე გაიგებს, თუ რა დათმობებზე წასვლა შეუძლია უკრაინას:

"არ ვაპირებთ ვისხდეთ ოთახში და რუკაზე ვავლოთ ხაზები. უნდა გავიგოთ რა დათმობები შედის მათი შესაძლებლობების სფეროში".